მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგია არის პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება, როდესაც მოსწავლეები რეალური ცხოვრებისეული კვლევის გზით იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელიც დაეხმარებათ მათ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში მთელი ცხოვრების მანძილზე; ამგვარის სწავლების მიზანია მასწავლებელმა შეძლოს მოსწავლეებს დაანახოს პრობლემა და ასევე ასწავლოს ის მიდგომები და კვლევები , რომლის საშუალებითაც გადაიჭრება პრობლემა, ასეთი აქტივობის დროს მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში. კერძოდ, მოსწავლემ უნდა გამოიყენოს წინარე ცოდნა, მიიღოს ახალი ინფორმაცია, დამოუკიდებლად შეძლოს დამატებითი მასალის მოძიება, გამოკითხვა -კვლევის ჩატარება, ასევე შედეგის დაფიქსირება და შეფასება. ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ანალიტიკური , კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება; ტენდენციურია, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ”ტრადიციები”, რომელიც ისტორიულ რეალობას მოკლებულია ,ხშირად მოსწავლეები არასწორ ინფორმაციას იღებენ ინტერნეტიდან,მეგობრებიდან, ან ლიტერატურული მასალებიდან უჩნდებათ კითხვები და ჩნდება პრობლემა , 23 თებერვალი რატომ არის ზოგისთვის ”ზეიმი” და რატომ არის ბევრისთვის ტრაგედია , იკვეთება პრობლემა მოსწავლეების ნაწილმა კარგად არ იცის რეალური ისტორია ; ეს საკითხი მარტო სკოლებში არ არის პრობლემური, მაგრამ თუ კი მოსწავლე სასწავლო აქტივობებით ზუსტად მოახდენს კვლევას, თავად გამოიტანს მოსაზრებას და გააკეთებს შეფასებას, სავარაუდოდ ისინი კარგად განსაზღვრავენ - სად იმალება სიმართლე, რატომ არ არის მართებული ”საჩუქრის ძიება ” წითელი არმიის შექმნის დღეს , არსებობს პრობლემა , უნდა მოვიძიოთ ზუსტი და შესაფერისი მეთოდები, რათა მოსწავლემ თავად გამოიტანოს დასკვნა , მიცემული მასალების გაცნობისა და კვლევის საფუძველზე-რა არის რეალობა და რა არის სიყალბე , მან უნდა შეძლოს აღმოაჩინოს ის მოვლენები, თუ რატომ იმალებოდა რეალური ისტორია 70 წლის განმავლობაში , ასევე გააკეთოს შედარება რა ხდებოდა სინამდვილეში 23 თებერვალს საქართველოში, ვინ როგორ ”ფუთავდა” ან დღესასწაულს და იმსჯელოს რატომ
0 Response to "სწავლების სტრატეგიები "
Post a Comment