”პარადოქსების პირისპირ ”....
პროექტის მთავარი იდეა”
ქვეყანაში არსებული ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, გააზრება.
”მოსწავლემ აუცილებელია გაიგოს და გაიაზროს ისტორიული ფაქტები, თუმცა ამავდროულად მან უნდა შეძლოს წარსულის მოვლენების სხვადასხვა მოსაზრებების, ვერსიების, შეცდომების გაანალიზება და საკუთარი დამოუკიდებელი დასკვნების გაკეთება. ასევე მოსწავლე უნდა ხვდებოდეს, რომ მისი დასკვნებიც და შეხედულებებიც შეიძლება გადაისინჯოს და სხვა არგუმენტებით გაბათილდეს.”
პროექტის აქტუალურობა :
- მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ოკუპაციის შესახებ არსებულ ისტორიულ მასალას ;
- მოსწავლეები გამოიკვლევენ, რამდენად შემორჩა სბჭოთა ტრადიციები დამოუკიდებელ საქართველოს;
- მოსწავლეები გაეცნობიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში სიმბოლისტების მოღვაწეობას;
- მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას და გამოკითხვას და დაადგენენ რამდენად სწორად იცის საზოგადოებამ 23 თებრვლის დღის მნიშვნელობა;
- დაგეგმილი აქტივობების საფუძველზე კრიტიკული მიდგომებით შეაფასებენ დღევანდელი გადასახედიდან რამდენად გაყალბებულად ისწავლებოდა ისტორია წინარეპერიოდში
2 Comments